4Lovee.ucoz.com ყველაფერი სიყვარულზე!








 

უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

0 Comments


  • ძვირფასო მომხმარებელო თქვენ ბრძანდებით საიტზე როგორც სტუმარი
    კომენტარების დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ [ რეგისტრაცია ] ან [ ავტორიზაცია ]


 
gio_koki11
29
RIKI
0
GaBrI
0
MaRiKuNaAa
3
boblio
0
fresh
1
mari_mari24
0
 

 
თუ მოგენატრები
კომენტარები: 0 ნანახია: 1413
ლექსი მეგობარზე...
კომენტარები: 0 ნანახია: 2163
Usiyvarulod / უსიყვარულოდ
კომენტარები: 0 ნანახია: 1471
Deda / დედა
კომენტარები: 0 ნანახია: 1796
Sadgegrdzeloebi Leqsad / სადღეგრძელოები ლექსად
კომენტარები: 0 ნანახია: 14305
 

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0


ჰოსტერი uCoz